სტანდარტული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.VI კლასი
გაკვეთილის გეგმა
საგანი: ჩვენი საქართველო
კლასი: მე-6
მასწავლებელი:ინდირა დიასამიძე
საგაკვეთილო დრო:45 წთ
თარიღი: 30.03.2018
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მარტყოფიდან - მარაბდამდე
|
||||||||
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური:
მე-6 კლასი
|
||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე;
|
||||||||
გაკვეთილის მიზანი
|
ტექსტისა და წყაროს ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს
მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლის მიზეზებს და შედეგებს.
მოსწავლეები შეიძენენ დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს;
მოსწავლეები შეძლებენ: პრობლემების გააზრებას დაკავშირების დადგენას,
ინფორმაციის ორგანიზებას;
მოსწავლეებს განუვითარდებათ: მსჯელობის და დისკუსიის უნარი,სწავლის უნარი, თანამშრომლობის უნარი.
|
||||||||
გაკვეთილის მიზნები
ესგ-ს მიხედვით
|
საზ.
მეც.V-VI 5 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის
ეპოქებთნ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ასახელებს მნიშვნელოვან
ისტორიულ ფაქტებს;
ასახელებს იმ საუკუნეს
და ათასწლეულს, რომელსაც მიეკუთვნება კონკრეტული თარიღი
საზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს
შეუძლია
დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც
ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობენ.
საზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს
შეუძლია იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე
საქართველოს ისტორიაში.
|
||||||||
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ
რა იყო ირანისა და საქართველოს დაპირისპირების მიზეზი,კარგად აქვთ
გაანალიზებული თუ რა იყო შაჰ აბასის შემოსევის მიზეზი.
|
||||||||
შეფასება
|
მასწავლებელი აკეთებს ზეპირი პრეზენტაციის და ჯგუფური მუშაობის განმავითარებელ შეფასებას.
|
||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო- ჩვენი საქართველო
რუკა,დაფა,ცარცი, ფურცლები, მარკერი; ფლიპჩარტის ქაღალდი, წებოვანი ქაღალდი
|
||||||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები -1წთ;
აქტივობა 1:
7 წთ მთელი კლასი,მასწავლებელი
წინარე ცოდნის შემოწმება და მინი ლექცია.
კითხვის დასმის მეთოდით მასწავლებელი მოსწავლეებს გამოკითხავს გავლილ მასალას
1.რომელ წლებში ილაშქრა შაჰ აბას I-მა საქართველოში?
2. ვინ მეთაურობდა კახეთის აჯანყებას?
3. როდის და სად აწამეს ქეთევან
დედოფალი?
4.რომელ წელს მოკლეს ლუარსაბ II ?
რის შემდეგაც აცნობს ახალ მასალას
აქტივობა 2: 10 წთ - ჯგუფური
მუშაობა,ტექსტის ანალიზი.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა დაამუშაონ წიგნში
მოცემული ინფორმაცია და შეავსონ
მოცემული ცხრილი
1–ჯგუფი: მარტყოფის ბრძოლა
2–ჯგუფი: მარაბდის ბრძოლა
აქტივობა 3: პრეზენტაციისათვის– 4–4 წთ. წარადგინონ
დამუშავებული მასალა
აქტივობა
4: 6 წთ
ინდივიდუალური სამუშაო,წყაროს გაგება-გააზრება
მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ცნობა პირველს
და საკუთარი სიტყვებით უნდა გადმოეცენ
რა არის წყაროს მთავარი სათქმელი,თავიანთი მოსაზრებები წებოვან ფურცელზე უნდა
დაწერონ და გააკრან ფლიპჩარტის ქაღალდზე
აქტივობა 4: გამთლიანება (რეფლექსია); 10 წთ.შესწავლილი მასალის შეჯამება
1. ქმნის თუ არა ისტორიული პიროვნება ეპოქას?
2. როგორ წარიმართებოდა საქართველოს ბედი გიორგი სააკაძეს ბოლომდე
ირანისათვის,რომ ეერთგულა.?
3. რა შედეგი მოუტანა საქართველოს მარტყოფის და მარაბდის ომებმა?
|
||||||||
საშინაო დავალება და
შეფასება: 3 წთ; მოსწავლეების თვითშეფასება და მასწავლებლი შეფასება
კომენთარებით (შეფასების რუბრიკა თან ერთვის).
|
საშინაო დავალება–მოიძიეთ
თანამედროვეთა შეფასებები გიორგი
სააკაძის შესახებ და დაურთეთ თქვენი კომენტარები.
|
თარიღი: 30.03.2018
საგანი: ჩვენი საქართველო
მასწავლებელი: ინდირა
დიასამიძე
კლასი:VI
რეფლექსია
გაკვეთილი ჩატარდა გეგმის შესაბამისად, მისი მსვლელობისას
არ შეცვლილა არცერთი ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობა.
გაკვეთილის მთავარი მიზანი ბოლომდე იქნა მიღწეული, რაშიც დამეხმარა სწორად შერჩეული
აქტივობები.მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი შეფასების რუბრიკები.
სამუშაო
პრაქტიკის მანძილზე , სასწავლო პროცესზე დაკვირვებისას, შევნიშნე, რომ ამ კლასში განსაკუთრებით
ეფექტიანი იყო ჯგუფური მუშაობის ფორმა. გადავწყვიტე
დღევანდელი გაკვეთილის მსვლელობისას გამომეყენებინა ჯგუფური მუშაობა,ვინაიდან იგი უზრუნველყოფდა საგაკვეთილო
პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას. ეფექტიანი იყო აგრეთვე ჯგუფებზე სწორად შერჩეული და განაწილებული დავალებები და მკაფიო
ინსტრუქციები.
მოსწავლეებმა, მასწავლებლის მინიმალური ჩარევით, შესძლეს
წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გაეანალიზებინათ ახალი ინფორმაცია, აეგოთ ახალი ცოდნა.სწორედ
ეს იყო გაკვეთილის მთავარი მიზანი. მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო
პროცესში, მათი მოტივაცია გაკვეთილის დასრულებამდე არ შეცვლილა.
გაკვეთილის
დასრულების შემდეგ მიცემული განმავითარებელი შეფასება ვფიქრობ კარგი შედეგის მომტანი
იქნება,რადგან მოსწავლეები შეძლებენ გაანალიზონ
რა შეცდომა დაუშვეს სამუშაოს შესრულებისას
და მომავალში შეეცდებიან უფრო ყურადღებით იყვნენ.
მოსწავლეებს შედეგის მიღწევა უფრო გაუადვილდებოდნენ
მინი ლექციისთვის უფრო მეტი დრო,რომ დამეთმო და უფრო მეტი დამაზუსტებელი შეკითვები
დამესვა, რასაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.
ბლოგის მისამართი:
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=7594346166102781239#allposts
Comments
Post a Comment