კლუბი “აზრთადენა“- ს დოკუმენტაცია

  შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ უ ლ ი ა
სკოლის დირექციასთან
სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს
საჯარო სკოლის დირექტორი: ------------------------ / მიხეილ  ჯაყელი/

სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს  საჯარო  სკოლის მოსწავლეთა დებატების  კლუბის  აზრთადენა
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები   
          დებატების  კლუბი  „აზრთადენა“ მოსწავლეთა  ნებაყოფილობითი  გაერთიანებაა, რომელიც შეიქმნა საქართველოს  კანონი  ,,ზოგადი განათლების  შესახებ", თავი  II, მუხლი 14-15-16, თავი X ,48-მუხლი   ე  პუნქტის თანახმად.
         დებატების  კლუბი  „აზრთადენა დამფუძნებლები  არიან სსიპ - წალკის  მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის  ერთი საერთო ინტერესის გარშემო  გაერთიანებული საბაზო (მეცხრე)  და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და  ისტორიის მასწავლებელი   ინდირა დიასამიძე.  
     
     დებატების კლუბი  „აზრთადენა“ აწევრიანებს სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს საჯარო  სკოლის საბაზო (მეცხრე) და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.
     კლუბმა შეიმუშავა დებულება,  რომლის თანახმადაც  აგრძელებს მუშაობას. 
მუხლი 1. დებულებით  რეგულირებული  ურთიერთობები
   წინამდებარე დებულება (შემდგომში  დებულება) განსაზღვრავს დებატების კლუბის   „აზრთადენა  მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე  კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2. დებატების კლუბის „აზრთადენას“ მიზნები და ამოცანები
დებატების კლუბის  „აზრთადენას“ მთავარი მიზნებია:
1.       მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიური უნარის განვითარება.
2.       მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება.
3.       მოსწავლეებში თვითრეალიზაციის საშუალების აღმოჩენა და განვითარება;
4.       ცივილური კამათის, საკუთარი იდეებისა და შეხედულებების დაცვის უნარის  განვითარება.
5.       აზრის თავისუფლად გამოთქმის, პრობლემის სათანადო კუთხით დანახვის, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, საჭირო ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, არგუმენტირებულად მსჯელობის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება;
6.       დროის შეგრძნებისა და მისი რაციონალურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება;
7.       ბავშვთა უფლებების კონვენციის ცალკეული მუხლების გაცნობა. აღნიშნულ თემაზე ინტერაქტიური სავარჯიშოებისა  და სიტუაციურ ამოცანების მომზადება;
8.       მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
9.        განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა;
10.   ლიდერის  თვისებების  მქონე  მოსწავლეთა  გამოვლენას  და ხელშეწყობას.
11.   ინტელექტუალურიკულტურული  და  სპორტული  ღონისძიებების,  კონკურსების            ორგანიზება;
12.   კონფერენციების,სემინარების და ტრეინინგების ორგანიზება,მოსწავლეთა სადებატო          დონის ამაღლება-გამოვლენ.
მუხლი 3.  დებატების კლუბის „აზრთადენას“ ფუნქციები:
1.1  დებატების კლუბ„აზრთადენააქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

Ø  სკოლის სხვადასხვა შიდა პრობლემის გადაწყვეტა;
Ø  მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
Ø  სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე   აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
Ø  ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და მოსწავლეების ინტერესების დაცვა
Ø  მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან, არასამთავრობო, საერთაშორისო, ბიზნეს და მედია სამსახურების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;

1.2. დებატების კლუბის „აზრთადენამოვალეობაა:
Ø  განსჯა;
Ø  რჩევა;
Ø  განხილვა;
Ø  დამტიკცება.
მუხლი 4.  დებატების  კლუბის „აზრთადენა მოღვაწეობის პრინციპები
დებატების კლუბის „აზრთადენას“მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
Ø  კანონიერება;
Ø  ჰუმანიზმს;
Ø  კეთილსინდისიერებას;
Ø  სოციალურ  სამართლიანობას;
Ø  დამოუკიდებლობას;
Ø  პატივისცემას.
მუხლი 5. დებატების  კლუბის „აზრთადენა  წევრი
   დებატების  კლუბის „აზრთადენას“ წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
   დებატების  კლუბის „აზრთადენას“წევრობა არის ნებაყოფლობითი და კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
   დებატების  კლუბის „აზრთადენას“  წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს კლუბის წევრობის ანკეტას.
    დებატების  კლუბის „აზრთადენას“წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
დებატების  კლუბის „აზრთადენას“წევრს უფლება აქვს:
ა)   მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
ბ)   შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
გ)   მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან  და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
დ)  ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
დებატების  კლუბის „აზრთადენას“ წევრი მოვალეა:
ა)  დაიცვას კლუბის დებულება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ)  გაუფრთხილდეს  კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ)  აქტიური მონაწილეობა მიიღოს დებატების კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის  ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 6. დებატების  კლუბის „აზრთადენას“ლიდერი
v  ლიდერი კლუბის ხელმძღვანელია, თუმცა, იგი ისეთივე წევრია კლუბისა, როგორც ნებისმიერი სხვა.
v  ლიდერს ევალება კლუბის მართვა,მაგრამ ისე რომ უფლებამოსილებებს არ გადააჭარბოს. მან თანაბრად უნდა გაითვალისწინოს კლუბის თითოეული წევრის  მოსაზრება, თითოეული წევრის შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე.
v  ლიდერი საღად უნდა აზროვნებდეს და გადაწყვეტილება ისე უნდა მიიღოს,რომ კლუბის არცერთი წევრი არ დარჩეს განაწყენებული.მან უნდა გააკონტროლოს საკუთარი თავი და დომინანტური სტატუსი არ მოირგოს;
v  ლიდერს უნდა შეეძლოს კარგად საუბარი,რაც ჩამოყალიბებულ აზრსა და მტკიცე გადაწყვეტილებებში  ვლინდება;
v  ლიდერი სანდო,პატივსაცემი,საღად მოაზროვნე და ყურადღებიანი უნდა იყოს.
v  კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
v  კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
v  კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
დებატების  კლუბის „აზრთადენას“ ლიდერი  ვალდებულია:
ა) უხელმთღვანელოს და წარმართს კლუბის საქმიანობ;
ბ) ხელმძღვანელოს და გაუძღვე სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბ სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან  და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად გადაწყვიტოს  კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხ;
ე) კლუბის წევრებთან ერთად შეიმუშაოს კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმა;
ვ) მოისმინოს კლუბის წევრების მოსაზრებებ, წინადადებებ და ანგარიშებ;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღს ღონისძიებების დეტალურ გეგმა და საჭიროებებ;
თ) უხელმძღვანელოს  დებატების  კლუბის „აზრთადენას“ პროგრამების მუშაობას სკოლის ადმნისტრაციასთან ერთად;
ი) უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიების, დებატების ორგანიზების, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობების, სპეციალური სტუმრების მწვევის, ტრენინგების, სემინარების, სადისკუსიო კლუბის შეხვედრების,  ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
კ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ მოამზადოს  ანგარიშ;
ლ) შეასრულოს სხვა ფუნქციებ საჭიროების შემთხვვში.
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
   მოცემული დებულება არეგულირებს  დებატების  კლუბის „აზრთადენას“სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
  1. დებატების  კლუბის „აზრთადენას“ წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
  2. დებატების  კლუბის „აზრთადენას“ წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
  3. დებატების  კლუბის „აზრთადენას“ ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და  გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
  4. დებატების  კლუბის „აზრთადენას“ სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.






სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო  სკოლის  კლუბ  ,,აზრთადენ“ ის
წესდება
1. ზოგადი    დებულებები
1.1. სსიპ  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო  სკოლის  კლუბი ,,აზრთადენ“ ის (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
1.2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი  სასწავლო წლის  ვადით.
1.3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო,  აგრეთვე   შეიძლება   ჰქონდეს   სხვა  რეკვიზიტები.
1.4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  წალკის მუნიციპალიტეტის სოფლ ავრანლოს საჯარო სკოლა.
2. კლუბის  მიზნები  და  ამოცანები
2.1.  მოსწავლეთა  საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია   განახორციელოს  ნებისმიერი  საქმიანობა, რომელიც  ემსახურება  კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია  შედეგზე   და  არ ეწინააღმდეგება  საქართველოს  კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის  ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

3.1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის  საბაზო/საშუალო საფეხურის    მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით   ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში,დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;
3.6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
3.7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;
ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.

4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

4.1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

5. კლუბის  მუშაობა

5.1. კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამოქმედო  გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში  ქმნის  https://www.blogger.com/blogger.g?blogID=7594346166102781239#allposts –ის  გვერდს, სადაც  განთავსდება ინფორმაცია  კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და  ფოტომასალა კლუბის  საქმიანობის  შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად  კლუბის წევრები:
•           ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
•           ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
•           უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
•           წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6. ცვლილებების შეტანა
 წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

7. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.





















დანართი N1

სსიპ -----------------------------------------
საჯარო სკოლის -------------------------
კლუბის კურატორს ----------------------------

                          ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------


გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.

პატივისცემით,

განმცხადებელი:

თარიღი:








Comments

Popular posts from this blog

სტანდარტული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.VI კლასი

“ჩვენი საქართველო“ თემატურ კალენდარული გეგმა

სამოქალაქო განათლების თემატურ-კალენდარული გეგმა