სტანდარტული-საჩვენებელი გაკვეთილის რეფლექსია და ფოტო მასალა




    სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის , სოფელ ავრანლოს საჯარო

                                       სკოლის  ისტორიის მასწავლებელი  ინდირა დიასამიძე

2018 წლის  30 მაისს  ჩავატარე სტანდარტული საჩვენებელი  გაკვეთილი  VII  კლასში. გაკვეთილის თემა: “მსოფლიოს შვიდი საოცრება “.
   გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.  გაკვეთილი მიმდინარეობდა  წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. შეძლეს წაკითხული ტექსტის  გაგება და გააზრება და მოპოვებული ინფორმაციის  დახარისხეება, ჩართული  იყვნენ  ტექსტის გააზრების და ანალიზის პროცესში. დაგეგმილი მქონდა სხვადასხვა აქტივობები , ჯგუფური მუშაობა და წყვილებში მუშაობა,ბავშვები  მოტივირებული იყვნენ  და სიამოვნებით  ასრულებდნენ  შეთავაზებულ დავალებებს. ჩემს წარმატებულ მხარედ მივიჩნევ სწორად შერჩეულ აქტივობებს და გაკვეთილის შესაჯამებლად  დაგეგმილ კითხვარებს , რომელიც დამეხმარა მიზნის მიღწევაში.  მოსწავლეებსა და ჩემს შორის  კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ეს ეფუძნებოდა  პატივისცემას და თანამშრომლობას. მოსწავლები იცავდნენ გაკვეთილზე ქცევის წესებს.
    გაკვეთილი გეგმის მიხედვით ჩავატარე  და არ დამჭირდა  კორექტივების შეტანა, თუმცა იგივე გაკვეთილი რომ ჩავატარო კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ  რამდენიმე საკითხს.  პრეზენტაციას სხვა სახეს მივცემ.  მოსწავლეებს ვთხოვ წინასწარ  მოამზადონ და ერთმანეთს დაუსვან კითხვები.წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია კი მოსწავლეებს დაეხმარებოდა საკითხის სიღრმისეულ შესწავლაში. წყვილებში მუშობის ნაცვლად მოსწავლეებს მივცემ ინდივიდუალურ სამუსაოს,რითაც უკეთ გავიგებ მოსწავლემ რა საკითხი გაიგო კარგად და რას ვერ გაართვა თავი. განმავითარებელ შეფასებას მივცემდი, რათა  მოსწავლეს  განვუმარტავ  კონკრეტულად რაში დაიმსახურა მან ეს შეფასება.  ხშირად დავსვამ დამაზუსტებელ კითხვებს თუ საჭიროება მოითხოვს.

ბლოგის მისამართი:

https://www.blogger.com/blogger.g?blogID=7594346166102781239#allposts















                             
                            

Comments

Popular posts from this blog

სტანდარტული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.VI კლასი

“ჩვენი საქართველო“ თემატურ კალენდარული გეგმა

სამოქალაქო განათლების თემატურ-კალენდარული გეგმა